საქართველომ სახელმწიფო ელექტროსისტემა არ გაყო – ენერგეტიკულმა გაერთიანებამ კომპანიას სანქცია დააკისრა

საქართველომ სახელმწიფო ელექტროსისტემა არ გაყო – ენერგეტიკულმა გაერთიანებამ კომპანიას სანქცია დააკისრა

ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას სანქცია დააკისრა – ამის შესახებ თავად ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული. როგორც ანგარიშში წერია, ამის მიზეზი გახდა მთავრობის უმოქმედობა სახელმწიფო კომპანიის გაყოფის მიმართულებით.

საქართველომ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო, ეს კი თავის მხრივ ახალ საბაზრო მოწყობაზე გადასვლას გულისხმობს. განცალკევებულ კომპანიებად უნდა დაიყოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მფლობელი და ოპერატორია. სწორედ ეს საქმიანობები უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბაზრის ახალი პრინციპების შესაბამისად.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში კორპორატიზაციის მიმართულებით რეფორმები რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი თქმულა იმაზე, რომ თავად კომპანია უნდა გაიყოს. BMG-იმ “სახელმწიფო ელექტროსისტემას” მიმართა კითხვით, თუ რა სანქცია დაეკისრა კომპანიას ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მხრიდან, ასევე როდის იგეგმება კომპანიის გაყოფა. ანალოგიური კითხვით მივმართეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. უწყებას ასევე ვკითხეთ თუ რამ გამოიწვია ენერგეტიკის სექტორის ლიბერალიზაციის რეფორმის გაჭიანურება, რის გამოც სახელმწიფომ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა დაიმსახურა. უწყებებისგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

2023 წლის ნოემბერში საქართველოში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელი, არტურ ლოროვსკი, ენერგეტიკის სფეროში ევროკომისარ კადრი სიმსონთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ამ ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საუბრის ძირითადი თემა სწორედ კომპანიების გაყოფის (ანბანდლინგის) თემას შეეხებოდა.

ენერგეტიკული გაერთიანების მიერ განსაზღვრული წესებით საქართველოში ენერგეტიკული რეფორმები რამდენიმე მიმართულებით უკვე განხორციელდა, კერძოდ ელექტროენერგეტიკის სფეროში მოხდა ე.წ. “ბუნებრივი მონოპოლიების” დაშლა და “თელასის” და “ენერგო პროს” გაყოფა.

ამასთან, უკვე რამდენიმე წელია ჭიანურდება ელექტროენერგიის დღით ადრე ბირჟის ოპერირების დაწყება, არსებული მდგომარეობით, ბირჟა 2024 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა მისი ამოქმედება უკვე რამდენჯერმე გადავადდა.

როგორც ენერგეტიკული გაერთიანება აღნიშნავს, საქართველო ჩამორჩება ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმებსაც. არსებული მდგომარეობით შეფასება ასე ნაწილდება:

ელექტროენერგეტიკა – შესრულებულია 51%;

ბუნებრივი გაზის სექტორი – შესრულებულია 21%.

როგორც წლიური ანგარიშიდან ჩანს, ენერგეტიკული გაერთიანება ბაზრის მოთამაშეთა გაყოფის (ანბანდლინგის) რეფორმების დაბალი ტემპის გამო სახელმწიფოს წინაშე საკმაოდ კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს, რასაც შესაბამისი სანქცირების პროცესის დაძვრაც მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…